ისლამ მახაჩევი, ხავიერ მენდესი
Aa
Aa

„ტრავმის გარეშეა, რამადანამდე იჩხუბებს“ - ისლამის მწვრთნელმა დაადასტურა

იან მაჩადო გარისგან ნეკნებში მიღებული დარტყმების გამო, UFC-ის კომისიამ ისლამ მახაჩევს ოქტაგონში შესვლა 30 დღით აუკრძალა, თუმცა როგორც ირკვევა დაზიანებები სერიოზული არ არის და დაღესტნელი მებრძოლი მზად არის უახლოეს თვეებში კიდევ ერთი საჩემპიონო ჩხუბი ჩაატაროს. ამის თაობაზე მისმა მწვრთნელმა ხავიერ მენდესმა ისაუბრა, რომელსაც ინტერვიუს დროს ბუნებრივია ძირითადად უმარ ნურმაგომედოვთან დაკავშირებულ შეკითხვებს უსვამდნენ, მაგრამ ისლამის საკითხითაც დაინტერესდნენ და მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:

„მახაჩევს არანაირი ტრავმა არ აქვს, ის მზად არის და სურს რამადანამდე კიდევ ერთი ბრძოლა გამართოს. იმედი გვაქვს, რომ მეტოქედ კარლოს პრატესს მივიღებთ, რადგან მას ეს დაიმსახურა. ჩემს სიაში ისლამის სავარაუდო მეტოქეებად სამი მებრძოლი მყავს მონიშნული: პრატესი, მაიკლ მორალესი და შავკატ რახმონოვი. ჩვენ გვჭირდება სამივე მათგანთან ადრე თუ გვიან ორთაბრძოლა. თუ კარლოსს დავამარცხებთ, დავსვამთ კითხვას: „ვინ იქნება შემდეგი?“

ცნობისათვის, ისლამ მახაჩევმა მსუბუქ წონით დივიზიონში საჩემპიონო ქამარი ოთხჯერ დაიცვა, ქვესაშუალოში კი ჯერჯერობით მხოლოდ ერთი დაცვა აქვს. რაც შეეხება მის სავარაუდო მოწინააღმდეგეს, კარლოს პრატესი ბოლოს ოქტაგონში მაისში შევიდა და ტექნიკური ნოკაუტით ამ დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უმარმა შეცდომა დაუშვა, პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ“ - მწვრთნელის პირველი კომენტარი
„უმარმა შეცდომა დაუშვა, პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ“ - მწვრთნელის პირველი კომენტარი