„პირველ ჩხუბის შემდეგ მერაბმა ზედმეტად დააფასა თავისი თავი“ - იანმა ტრილოგიაზე ისაუბრა
UFC-ის ჩემპიონმა სუპერმსუბუქ წონაში, პიოტრ იანმა, ორგანიზაციის ექს-ჩემპიონ მერაბ დვალიშვილთან მესამე ბრძოლის მოლოდინებზე ისაუბრა, რომელიც 24 ოქტომბერს, აბუ-დაბიში, UFC 333-ზე გაიმართება. მან აღნიშნა, რომ მეორე ბრძოლაში მისი გამარჯვების შემდეგ, მათი დაპირისპირება „განულდა“.
რას ამბობს იანი:
„ვფიქრობ, ჩვენი პირველი ბრძოლის შემდეგ, როდესაც მერაბმა გარკვეული მიზეზების გამო გაიმარჯვა, მან საკუთარი თავის ძალიან ირწმუნა და ხმაურობდა. მეც მესმოდა, რატომ მოხდა ეს.
მეორე ბრძოლამ ჩვენი ისტორია გაანულა. დარწმუნებული ვარ, მესამე ბრძოლა კიდევ უფრო საპასუხისმგებლო, სერიოზული და საინტერესო იქნება, რადგან აღარ არსებობს ერთმანეთის სათანადოდ ვერ შეფასების ფაქტორი. ყველა მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდება საქმეს.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის საჩემპიონო ჩხუბი 22 ოქტომბერს, აბუ-დაბიში UFC 333-ზე გაიმართება.