ლაშა გუჯეჯიანი
Aa
Aa

ხუთი მედალი და უზბეკური ფინალი - გუჯეჯიანის წარმატებული სტარტი

ლაშა გუჯეჯიანმა უზბეკეთის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე პირველივე ტურნირი წარმატებულად დაასრულა. ბუნებრივია, უდიდეს სირთულეებთან არის დაკავშირებული ამა თუ იმ წონით კატეგორიის ფინალში ერთი ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრა, გუჯეჯიანის ხელმძღვანელობით კი აზიელებმა ამის გაკეთება 90 კილოგრამში შეძლეს, რასაც ბუნებრივია ხელი ლაშა ბექაურისა და ლუკა მაისურაძის არყოფნამაც შეუწყო.

ოქროს მედალი უზბეკებმა როგორც უკვე მოგახსენეთ 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გაითამაშეს, სადაც უმარ ბოზოროვმა ნურბეკ მურტოზოევი დაამარცხა. სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა შეჯიბრებაზე ასპარეზობა ქართველთან შეხვედრით დაიწყო და 1/16-ფინალში აკაკი ჯაფარიძეს იუკოთი მოუგო.

ამ ორი სპორტსმენის გარდა, გუჯეჯიანის შეგირდებიდან ლოზანას გრანდ სლემზე მედალი სამარადინ კუჩკაროვმა (60 კგ, ბრინჯაო), არლონბეკ ტოჯიევმა (81 კგ, ვერცხლი) და ერნაზარ სარსენბაევმა (100 კგ, ბრინჯაო) მოიპოვეს.

ცნობისათვის, შვეიცარიაში გამართულ ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიგეს - ჩემპიონები ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და ილია სულამანიძე (100 კგ) გახდნენ, ხოლო გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბასილაშვილის ოჯახი ყოფილ რძალს მიმართავს - „გამოაქვეყნონ ძალადობის ამსახველი კადრები“
ბასილაშვილის ოჯახი ყოფილ რძალს მიმართავს - „გამოაქვეყნონ ძალადობის ამსახველი კადრები“