ილია სულამანიძე
Aa
Aa

ილია სულამანიძე ლოზანას გრანდ სლემის გამარჯვებულია!

ილია სულამანიძე ლოზანას გრანდ სლემის გამარჯვებულია. -100 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ტურნირის ფინალში ნიდერლანდელი სიმეონ კატარინა იუკოთი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ფინალამდე სულამანიძემ ნახევარფინალში ბაჰრეინის წარმომადგენელ საიდ სადრუდინოვს მოუგო, მეოთხედფინალში იაპონელი ტეტა ჰამადა დაამარცხა, უფრო ადრე კი ნიდერლანდელი მიკაელ კორელი გამოთიშა ასპარეზობას.

ლოზანას გრანდ სლემზე საქართველოს დელეგაციისთვის ეს მეორე მედალი იყო. პარასკევს, ოქროს მედლის მოპოვება ეთერ ლიპარტელიანმა შეძლო. ასევე, დღეს ჩვენს ნაკრებს კიდევ ერთი მედლის მოპოვების შანსი ექნება. რამდენიმე წუთში, ბრინჯაოს მედლისთვის +100 კგ. წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრწყინვალე იპონი ფინალში | ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ სლემის ჩემპიონია
ბრწყინვალე იპონი ფინალში | ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ სლემის ჩემპიონია