„პრემიერ ლიგის მოგება ჩემი ოცნებაა“ | ლივერპულმა ბრედლი ბარკოლა გაიფორმა
„ლივერპულმა“ მიზანს მიაღწია. მერსისაიდელებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და ბრედლი ბარკოლას გაფორმება დაადასტურეს. ფრანგმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და „წითლების“ ოფიციალურ ვებგვერდთან კომენტარიც გააკეთა:
„დიდი ხანი დასჭირდა, მაგრამ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „ლივერპულში“ ასპარეზობის შესაძლებლობა მაქვს. ერთადერთი, რაც მინდა, მოედანზე ყოფნა და ფეხბურთის თამაშია.
იმედი მაქვს, კლუბთან ერთად ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევ. პირველ რიგში, ჩემი ერთ-ერთი უდიდესი ოცნება პრემიერ ლიგის მოგებაა. მსურს, ინგლისის ჩემპიონი გავხდე და ამ გუნდში დიდი ხნით დავრჩე. გრძელვადიანი კონტრაქტი სწორედ ამიტომ გავაფორმე და იმედი მაქვს, ყველაფერი გამომივა“.
We are delighted to announce we have completed the signing of Bradley Barcola from Paris Saint-Germain, subject to international clearance ????????????
— Liverpool FC (@LFC) August 31, 2026
???? https://t.co/tlATpsWclC pic.twitter.com/CUC3DPYlj9
Talksport-ის ინფორმაციით, „ლივერპულმა“ „პარი სენ-ჟერმენს“ 106 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა, თუმცა ბონუსების გათვალისწინებით, შესაძლოა, ამ თანხას კიდევ 17 მილიონი დაემატოს.