„ვიცით, რომ დარბაზი სავსე იქნება“ | ჯიკიჩის კომენტარი პორტუგალიასთან მატჩზე
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა პორტუგალიასთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. საქართველოს უმნიშვნელოვანესი თამაში ელოდება და ჯიკიჩის თქმით, გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა, რათა ამ მატჩისთვის მაქსიმალურად კარგად მომზადებულიყო.
„მონტენეგროსთან მატჩის შემდეგ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ამ თამაშისთვის მაქსიმალურად მოვმზადებულიყავით. გვინდოდა, ტრავმის გარეშე ვყოფილიყავით, რაც შეიძლება კარგად დაგვესვენება და მენტალურადაც მზად ვყოფილიყავით იმისთვის, რაც აქ გველოდება.
ვიცით, რომ დარბაზი სავსე იქნება. პორტუგალია ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია. ამიტომ, მათ ენერგიასა და ფიზიკურობას უნდა ავყვეთ, ეს არის ამ თამაშში ჩვენი მიზანი“, — განაცხადა ალექსანდარ ჯიკიჩმა.
ცნობისთვის, ამ მომენტისთვის, სატურნირო ცხრილის ლიდერები უკრაინა და ესპანეთი არიან. მათ 5-5 მოგება და 2-2 მარცხი აქვთ. მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებს მონტენეგრო, საქართველო და პორტუგალია იკავებენ — 4 მოგება, 3 წაგება. საბერძნეთი ბოლო პოზიციაზეა — 3 მოგება, 4 წაგება.