ხულიან ალვარესი
Aa
Aa

„ამის გამო ფეხბურთელის დასჯა დაუშვებელია“ - ალვარესზე ფსიქოლოგმა ისაუბრა

ხულიან ალვარესის სატრანსფერო საგას დასასრული არ უჩანს და სავარაუდოდ შეკითხვებს პასუხები ზაფხულის ფანჯრის დახურვამდე არ გაეცემა. ესპანურმა სპორტულმა გამოცემებმა ერთხმად გაავრცელეს ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ შექმნილი ვითარების გამო, არგენტინელი ფორვარდი დეპრესიაშია, რის გამოც მედიის წარმომადგენლებმა საჭიროდ ჩათვალეს არგენტინის ნაკრების ფსიქოლოგთან დაკავშირება და ხუან მანუელ ბრინდიზმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

„მე როგორც პროფესიონალმა შემიძლია გითხრათ, რომ ფეხბურთელისთვის არსებობს სტრესისა და დაუცველობის ორი მომენტი: პირველი, როდესაც ტრავმას იღებ და მეორე, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა იხურება და ყველაფერი შენს საწინააღმდეგოდ ხდება. არ შეიძლება კლუბმა ფეხბურთელი დასაჯოს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის თავისი ბავშვობის ოცნების გუნდში ასპარეზობის სურვილს ღიად გამოხატავს“.

ცნობისათვის, „არსენალიდან“ გაბრიელ ჟეზუშის დამატების მიუხედავად, „ბარსელონას“ ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ მათ ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა არ დაუსრულებიათ და თუ არგენტინელის გაფორმების მცირე შანსი მაინც იარსებებს, ისინი ამ ყველაფერში მაქსიმალურად ჩაერთვებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიზიკურად ძლიერი ბიჭია | ნიუკასლის (U21) მწვრთნელმა სალიაზე ისაუბრა
ფიზიკურად ძლიერი ბიჭია | ნიუკასლის (U21) მწვრთნელმა სალიაზე ისაუბრა