ფედერიკო ვალვერდე
Aa
Aa

რეალმა დაამტკიცა, რომ მედიცინა ცდება | ატლეტიკოს ირონიული პოსტი

მადრიდის „ატლეტიკომ“ სოციალურ ქსელში ირონიული პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც „რეალსა“ და ფედერიკო ვალვერდეს გარშემო შექმნილ ვითარებას უკავშირდება. ურუგვაელმა ფეხბურთელმა სანაკრებო შეხვედრები ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა „ვილიარეალთან“ სამატჩო განაცხადში იმყოფება.

„გვინდა, „რეალს“ მივულოცოთ ისტორიის წერის გაგრძელება იმის დამტკიცებით, რომ მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოების 100 პროცენტი ცდებოდა“, — ნათქვამია „ატლეტიკოს“ პოსტში, რომელშიც ჰეშთეგებად გამოყენებულია შემდეგი ფრაზები: სასწაულებრივი გამოჯანმრთელება, სამედიცინო დასკვნა, მესამე ხარისხის დაჭიმულობა, ისტორია, რომელიც შენ შექმენი.

20 სექტემბერს, „ატლეტიკოსა“ და „რეალის“ შეხვედრაში, კანგ-ინ ლიმ ვალვერდეს წინააღმდეგ იუხეშა, რის გამოც „ბლანკოსი“ სამხრეთ კორეელისთვის წითელი ბარათის ჩვენებას ითხოვდა. ფედემ მატჩი ჩაამთავრა, მაგრამ შეხვედრის დასრულების შემდეგ მისი კოჭი გასიებული იყო და აშკარა გახლდათ, რომ პრობლემა ჰქონდა.

ვალვერდეს მდგომარეობასთან დაკავშირებით „რეალმა“ ორი განცხადება გაავრცელა. პირველი დერბის დასრულებისთანავე, რომელშიც ეწერა, რომ ურუგვაელმა „მარცხენა კოჭის სერიოზული ტრავმა“ მიიღო. ორი დღისა და გამოკვლევების შემდეგ დიაგნოზიც გახდა ცნობილი: „კოჭის მესამე ხარისხის დაჭიმულობა“. ეს ტრავმა იოგის (ან იოგების) გაწყვეტას მოიცავს და სარეაბილიტაციო პერიოდი სამიდან ექვს თვემდე გრძელდება. ვალვერდემ როგორღაც მოახერხა და 20 დღეში მოედანზე დასაბრუნებლად მზადაა, რაც „ატლეტიკოს“ უყურადღებოდ არ დაუტოვებია. „რეალმა“ ან მართლა სასწაული მოახდინა, ან ვალვერდეს მდგომარეობა გააბუქა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უეფას ახალგაზრდული ლიგა | „პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ“
უეფას ახალგაზრდული ლიგა | „პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ“