მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი, სონგ იადონგი
Aa
Aa

„იანსაც დავაფინიშებ, მერაბსაც და ომალისაც“ - სონგ იადონგი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩინელმა მებრძოლმა, სონგ იადონგმა უმარ ნურმაგომედოვის დამარცხების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

„ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო მომენტია. ჩემი თანამემამულეების თვალწინ ჩვენი წონითი დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი დავაფინიშე. მენტალურად ეს ჩემთვის ძალიან მარტივი ბრძოლა იყო, მთელი დარბაზი ენერგიით მავსებდა.

კრივის მწვრთნელმა, რუდი ერნანდესმა მითხრა, რომ დღეს აპერკოტით უმარის დანოკაუტება შემეძლო. ამაზე ვმუშაობდით. ვიცოდით, რომ მარცხენა მხრიდან შემიტევდა, ამიტომ ცრუ მარცხენა აპერკოტი ვაჩვენე და მარჯვენა შევასრულე.

ვფიქრობ, UFC-მ სატიტულო ჩხუბი უნდა მომცეს. ნებისმიერი მეტოქეს დავაფინიშებ - პიოტრ იანსაც და მერაბ დვალიშვილსაც. თუ ომალისთან რემატჩი მომცეს, მასაც დავაფინიშებ“.

ცნობისთვის, სონგ იადონგმა უმარ ნურმაგომედოვი მეორე რაუნდში უმძიმესი დარტყმით გათიშა და კარიერის საუკეთესო პერფომანსი აჩვენა. 28 წლის ჩინელი მებრძოლისთვის ეს 24-ე მოგებაა (9 მარცხი). რაც შეეხება უმარ ნურმაგომედოვს, მისთვის დღევანდელი მარცხი კარიერაში მეორეა - პირველად ის მერაბ დვალიშვილთან საჩემპიონო ჩხუბში დამარცხდა.

აქვე გეტყვით, რომ სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის სატიტულო ჩხუბი 25 ოქტომბერს გაიმართება - მერაბ დვალიშვილი მოქმედ ჩემპიონ პიოტრ იანს მესამედ დაუპირისპირდება და საჩემპიონო ქამრის დაბრუნებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეხუდო: მერაბი იანს გადაუვლის, მარტივად მოუგებს
სეხუდო: მერაბი იანს გადაუვლის, მარტივად მოუგებს