ილია თოფურია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ან ძლიერი დაბრუნდება ან ამ წაგებას ვერ გადაიტანს“ | არმანმა ილიაზე ისაუბრა

არმან ცარუკიანი UFC On Paramount-ის სტუმარი იყო და ილია თოფურიაზე ისაუბრა. ცარუკიანს ჰკითხეს, მატჩმეიკერი რომ იყოს, UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში რომელი მებრძოლების ჩხუბებს გამართავდა და ასევე დაინტერესდნენ, საჩემპიონო ქამრის მოგების შემთხვევაში ტიტულს ვის წინააღმდეგ დაიცავდა.

„მატჩმეიკერი რომ ვიყო, ჩემი და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირებას გავმართავდი, თოფურიას კი პიმბლეტის წინააღმდეგ ვაჩხუბებდი. ეს ყველაზე ლოგიკური ორთაბრძოლაა, თუმცა არ მგონია, UFC-იმ ეს გააკეთოს. მათ არ უნდათ, პიმბლეტმა წააგოს და არ უნდათ, ილია კიდევ ერთხელ დამარცხდეს. ასე რომ, თოფურიას ვინმე მარტივ მეტოქეს შეურჩევენ. 

ვის წინააღმდეგ დავიცავდი ტიტულს? ილიას წინააღმდეგ. თოფურია ან ძალიან კარგი მებრძოლი დაბრუნდება, ან გეიჯისთან წაგებას ვერ გადაიტანს. ჩემი აზრით, ის უფრო მოტივირებული იქნება, მოსამზადებელ კემპზე კონცენტრაციას მოახდენს — არავითარი სისულელეები და ბრძოლის წინ გამარჯვების აღნიშვნები და მთლიანად ჩხუბსა და ვარჯიშზე იქნება ორიენტირებული. ილია ბრწყინვალე მებრძოლია“.

ცნობისთვის, ცარუკიანი მომდევნო ორთაბრძოლას მაურისიო რუფის წინააღმდეგ გამართავს. მათ დაპირისპირებას UFC 331-ზე, თბილისის დროით 20 სექტემბერს ვიხილავთ. ამ ღონისძიების მთავარი მოვლენა ჯოშუა ვენისა და ალეშანდრე პანტოჟას საჩემპიონო დაპირისპირებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტრავმის გარეშეა, რამადანამდე იჩხუბებს“ - ისლამის მწვრთნელმა დაადასტურა
„ტრავმის გარეშეა, რამადანამდე იჩხუბებს“ - ისლამის მწვრთნელმა დაადასტურა