საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

გამოსავალს ეძებენ | უდინეზემ შესაძლოა გოგლიჩიძე გაუშვას

საბა გოგლიჩიძემ შესაძლოა, „უდინეზე“ დატოვოს. ამ ინფორმაციას Tuttoudinese ავრცელებს და ქართველი ფეხბურთელის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, უახლეს ცნობებზე წერს.

იტალიაში სატრანსფერო ფანჯარა დღეს, თბილისის დროით, 22:00-ზე იხურება. „უდინეზე“ ცდილობს, გამოსავალი იპოვოს და გოგლიჩიძე გაუშვას, რადგან იგი კოსტა რუნიაიჩის სიაში ძალიან უკანაა.

„„უდინეზე“ საბა გოგლიჩიძისთვის გამოსავალს ეძებს. „უოტფორდში“ იჯარის შემდეგ, ქართველი მცველი რუნიაიჩის იერარქიაში ძალიან უკანაა და კლუბი მის შესაძლო წასვლაზე მუშაობს“, — წერს Tuttoudinese.

ცნობისთვის, გოგლიჩიძეს კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 3.5 მილიონი ევროა. საბას მსურველების შესახებ ჯერჯერობით არაფერი იწერება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტოპ-შენაძენია“ | BILD-მა ლოჩოშვილი გამოარჩია
„ტოპ-შენაძენია“ | BILD-მა ლოჩოშვილი გამოარჩია