უმარს რეიტინგში უკუსვლა აქვს - ომალის მხოლოდ დვალიშვილი უსწრებს
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგი განახლდა. უმარ ნურმაგომედოვი, რომელიც გასულ უქმეებზე, UFC Shanghai-ის ფარგლებში, კარიერაში მეორედ, ამჯერად სონგ იადონგთან დამარცხდა, მეორე ადგილზე აღარ იმყოფება.
რუსი მებრძოლი სამი საფეხურით დაქვეითდა და მეხუთე პოზიციაზეა. ერთი საფეხურით დაწინაურდა ყოფილი ჩემპიონი შონ ომალი, ხოლო სონგ იადონგს 3-საფეხურიანი წინსვლა აქვს.
მეოთხე პოზიციაზე მარიო ბაუტისტა რჩება, მეხუთე უმარ ნურმაგომედოვია, მეექვსეზე კი კორი სენდჰეგენი დაქვეითდა. რეიტინგის პირველი ნომერი კვლავ მერაბ დვალიშვილია, რომელიც ჩემპიონ პიოტრ იანს 25 ოქტომბერს, UFC 333-ზე დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, სონგ იადონგმა უმარ ნურმაგომედოვი მეორე რაუნდში დაანოკაუტა.