ენცო სიტიში გადადის | ჩელსის მისი ორი ალტერნატივა ჰყავს და შეთავაზებაც გააკეთა
ენცო ფერნანდესი „სტემფორდ ბრიჯს“ ტოვებს. ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელი „ჩელსიდან“ „მანჩესტერ სიტიში“ გადადის. ეს ინფორმაცია ბენ ჯეიკობსმაც დაადასტურა.
ავტორიტეტული ჟურნალისტების მიხედვით, „ქალაქელებმა“ ენცოსთვის სამედიცინო შემოწმებაც დანიშნეს. უახლოეს საათებში ფერნანდესი მანჩესტერში ჩავა და თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მისი ტრანსფერი ოფიციალურ სახეს დღის ბოლომდე მიიღებს.
ენცოს წასვლით გაჩენილ სიცარიელეს „ჩელსი“ აუცილებლად შეავსებს. ლონდონური კლუბი მანუ კონესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. სანტი აუნას, ნიკოლო სკირას, ჯანლუკა დი მარციოსა და სხვა ცნობილი ჟურნალისტების მიხედვით, ლონდონელებმა „რომას“ ოფიციალური წინადადებით მიმართეს. მხარეები მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე არიან. კონეს „ჩელსისთან“ პირადი კონტრაქტი შეთანხმებული აქვს, თუმცა შესაძლოა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდეს. „ჯალორისის“ მთავარ მწვრთნელს, ჯანპიერი გასპერინის კონეს გაშვება კატეგორიულად არ უნდა.
„რომასთან“ წარმოქმნილი პრობლემების გამო, „ჩელსი“ სავარაუდო ვარიანტსაც განიხილავს. ფაბრიციო რომანოს უახლესი ექსკლუზიური ინფორმაციით, „ლურჯებმა“ „მონაკოს“ ოფიციალური შეთავაზება გაუკეთეს. „არისტოკრატები“ ლამინ კამარას სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს იხდიან. კამარას „სტემფორდ ბრიჯზე“ გადასვლა ძალიან უნდა.