ნიუკასლი, ვახტანგ სალია
Aa
Aa

„სულ უფრო უკეთესი ხდება“ - FootballFanCast ვახტანგ სალიაზე წერს

ბრიტანული გამოცემა FootballFanCast-ი „ნიუკასლის“ ქართველ შემტევზე, ვახტანგ სალიაზე წერს. ჟურნალისტი ენგუს სინკლერი

„ვახტანგ სალია, რომელსაც სამშობლოში „შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას“ უწოდებენ, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ტალანტია. მისთვის ბრძოლაში „ნიუკასლმა“ შარშან „რეალსა“ და „ბარსელობას“ აჯობა.

ტრავმებმა სალიას პირველი ინგლისური სეზონი ჩაუშხამეს, თუმცა მას შემდეგ ქართველმა ფორმა აღიდგინა და 4 მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე პასი დააგროვა. არაა გამორიცხული, რომ სეზონის განმავლობაში ის პრემიერლიგის რომელიმე მატჩში ვიხილოთ.

დინამიკური შემტევი სულ უფრო ძლიერი ხდება, მას გოლის გატანის თანდაყოლილი ნიჭი აქვს. სალია ფეთქებადი შემტევია, ხოლო ტექნიკური და ტაქტიკური კუთხით თავის თანატოლებზე წინაა“.

ცნობისთვის, ვახტანგ სალიამ „ნიუკასლთან“ კონტრაქტი 2024 წელს გააფორმა, თუმცა „კაჭკაჭებს“ მხოლოდ შარშან შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეთავაზება გაუკეთეს | პსჟ-ს ხვიჩასთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს
შეთავაზება გაუკეთეს | პსჟ-ს ხვიჩასთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს