ქართველებმა ფრანგებთან ფრედ ითამაშეს - Socca-ს ევროპის ჩემპიონატი დაიწყო
ალბანეთში დღეს სტარტი აიღო სოკას ევროპის ჩემპიონატმა, სადაც საქართველოს მასტერლიგის ნაკრები გამოდის. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ქართველმა ფეხბურთელებმა საფრანგეთის ნაკრებთან ფრედ 2-2 ითამაშეს. თითო ბურთი საქართველოს ნაკრების რიგებში თემურ ექიზაშვილის და გიორგი ენუქიძის ანგარიშზეა.
ფრანგების გარდა, ჯგუფში ქართველი ფეხბურთელების მეტოქე საბერძნეთის და ნიდერლანდების გუნდი იქნება. მეორე ტურში შოთა თოფურიას მომზადებული ნაკრები ბერძნებს შეხვდება და თამაში ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ჯგუფურ ეტაპს კი 22 მაისს ნიდერლანდელებთან დაპირისპირებით დაასრულებენ, რომელიც ჩვენი დროით სტარტს უკვე 22 მაისს, 14:00 საათზე აიღებს.
ცნობისათვის, არსებული რეგლამენტის თანახმად, მერვედფინალში თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდის გარდა, სამი საუკეთესო მესამეადგილოსანიც იასპარეზებს.