ილია თოფურია, ალექს პერეირა, დასტინ პორიე
Aa
Aa

პორიეს საყვარელი მებრძოლები | ილიაზე მაღლა მხოლოდ ალექს პერეირა დააყენა

UFC-ის ლეგენდამ, დასტინ პორიემ დაასახელა მებრძოლები, რომელთა ჩხუბის ყურებაც ყველაზე მეტად სიამოვნებს. „ბრილიანტის“ ტოპ-5-ში ქართველი მებრძოლიც მოხვდა და პორიემ ილია თოფურია გამოარჩია.

დასტინის რეიტინგში მეხუთე ადგილს მაქს ჰოლოუეი იკავებს. „დალოცვილის“ შემდეგ „ელ მატადორის“ მომდევნო მეტოქე, ჯასტინ გეიჯი მოდის. პორიემ მესამეზე კონორ მაკგრეგორი გაიყვანა, ხოლო ილიას მეორე ადგილი მიაკუთვნა. თოფურიაზე მაღლა მხოლოდ ერთი მებრძოლი დგას — ალექს პერეირა.

„თოფურიას ჩხუბები აუცილებლად საყურებელია. მას საოცარი ტექნიკა აქვს და მეტოქეებს აფინიშებს. რაც შეეხება ალექს პერეირას, უდიდესი ძალის მქონე მებრძოლია და ყოველთვის მოწინააღმდეგის დაფინიშებას ცდილობს“, — განაცხადა პორიემ.

ცნობისთვის, თოფურიასა და გეიჯის ორთაბრძოლა UFC Freedom 250-ის მთავარი მოვლენა იქნება. ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენცია, „თეთრი სახლი“ უმასპინძლებს და მას თბილისის დროით, 15 ივნისს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნეიმარი განაცხადშია - ანჩელოტიმ მუნდიალისთვის შემადგენლობა დაასახელა
ნეიმარი განაცხადშია - ანჩელოტიმ მუნდიალისთვის შემადგენლობა დაასახელა