მინი ფეხბურთი | აფციაურის შედევრი, საქართველო სერბეთთან დამარცხდა
მინი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები სერბეთს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში, სამწუხაროდ 2:3 დამარცხდა.
მატჩი აქტიურად სერბებმა დაიწყეს და უკვე მე-6 წუთზე ტომიჩმა ანგარიში გახსნა, რასაც ზუსტად 5 წუთში ქურდაძემ პენალტის ნიშნულიდან უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მატიჩმა გაისროლა და სერბეთი წინ გაიყვანა.
მეორე ნახევარი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა, თუმცა წინ კვლავ სერბეთი გავიდა. ქართველები ბევრს აქტიურობდნენ და არაერთი მომენტი შექმნეს.
შეხვედრის დასრულებამდე 9 წუთით ადრე, აფციაურმა ნამდვილი შედევრი შექმნა და სერბეთს ულამაზესი გოლი გაუტანა. დარჩენილ დროში საქართველოს კიდევ ორჯერ შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ მოწინააღმდეგე გუნდის მეკარე მოწოდების სიმაღლეზე იყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე არაბთა გაერთიანებული საამიროები და არგენტინა დაამარცხა, ხოლო ჩეხეთთან მატჩი ფრედ დასრულდა.
ასევე გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს ნაკრების დღევანდელი მოწინააღმდეგე სერბეთი ევროპის მოქმედი ჩემპიონია.