ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ანალიტიკოსს სულ ვთხოვ კვარას ვიდეოები გამომიგზავნოს“ | ჯონათან როუს კომენტარი

„ბოლონიას“ ინგლისელმა გარემარბმა, ჯონათან როუმ The Athletic-ს ინტერვიუ მისცა. 23 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელშიც მისი საყვარელი კლუბი, „არსენალი“ „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდება. როუმ ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია და განაცხადა, რომ საკუთარ ანალიტიკოსს გამუდმებით სთხოვს, „კვარას“ ვიდეოები გაუგზავნოს.

„რა თქმა უნდა, მინდა, „არსენალმა“ მოიგოს, მაგრამ ასევე მსურს, „პარი სენ-ჟერმენისგან“ ბრწყინვალე თამაში ვნახო. პსჟ-ის შემტევი ტრიო — დემბელე, დუე, კვარაცხელია... სამივე მათგანი გადაწყვეტილების სწრაფად მიღების საოცარი უნარით გამოირჩევა.

ვერ ვიტყვი, რომ ერთი ფავორიტი გარემარბი მყავს, მაგრამ კვარაცხელია აუცილებლად უნდა გამოვარჩიო. ის, ჩემსავით, უმეტესწილად მარცხენა ფლანგზე თამაშობს. ანალიტიკოსს, რომელთანაც ვმუშაობ, სულ ვთხოვ, კვარას ვიდეოები გამომიგზავნოს. ვცდილობ, მისი მოძრაობა, როდესაც მიმართულებას ცვლის, ფლანგიდან ცენტრისკენ შედის და შორეულ კუთხეში ურტყამს, ჩემს არსენალში დავამატო“.

ცნობისთვის, როუ „ნორვიჩის“ აკადემიის აღზრდილია. მან „იადონების“ პირველ გუნდშიც ითამაშა, რის შემდეგაც „მარსელში“ გადავიდა. ინგლისის 21-წლამდე ნაკრებში მას 10 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 3 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუკეთესო სამეულში მოხვდა - იეგოიანის გამორჩეული სტატისტიკა
საუკეთესო სამეულში მოხვდა - იეგოიანის გამორჩეული სტატისტიკა