საუკეთესო სამეულში მოხვდა - იეგოიანის გამორჩეული სტატისტიკა
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი იეგოიანის „ექსელსიორმა“, რომელიც ნიდერლანდების უმაღლეს ლიგაში შარშან აღზევდა, სეზონი მე-15 ადგილზე დაასრულა და ელიტაში ადგილი შეინარჩუნა.
ირაკლიმ ერევიდიზიეში სადებიუტო სეზონი 5 გოლითა და 2 საგოლე პასით დაასრულა. იეგოიანი „ექსელსიორისთვის“ შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა და ამაზე შესაბამისი სტატისტიკაც მეტყველებს.
ერედივიზიეს ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ქართველი ნახევარმცველი მოედანზე დაფარული მანძილის რაოდენობით მთელი ჩემპიონატის მასშტაბით საუკეთესო სამეულში მოხვდა. იეგოიანმა საერთო ჯამში 382 კილომეტრი ირბინა და მასზე კარგი შედეგი მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა დააფიქსირა - ჯეფ ჰარდეველდმა (384 კმ, „ტელსტარი“) და გუუს ოფერჰაუსმა (392 კმ, „ტელსტარი“).
აღსანიშნავია ისიც, რომ ჰარდეველდსა და ოფერჰაუსს ირაკლისთან შედარებით დაახლოებით 400 წუთით მეტი აქვთ ნათამაშები.
ცნობისთვის, იეგოიანი „ექსელსიორს“ გასული წლის ზაფხულში „ვიტესიდან“ შეუერთდა და როტერდამულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. Transfermarkt-ის შეფასებით, მისი საბაზრო ღირებულება 1.5 მილიონი ევროა.