ლობჟანიძის 45 წუთი და ასისტი - ატლანტა აშშ-ის თასიდან გავარდა
აშშ-ის თასის მეოთხედფინალში საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედი“ სტუმრად „ორლანდო სიტის“ დაუპირისპირდა და 1:4 დამარცხდა.
პირველ ტაიმში ფლორიდელებმა „ატლანტას“ 4 უპასუხო გოლი გაუტანეს, სტუმრებმა კი პრესტიჟის გოლის გატანა მხოლოდ 84-ე წუთზე მოახერხეს.
რაც შეეხება საბა ლობჟანიძეს, ის მოედანზე მეორე ტაიმის სტარტზე გამოჩნდა და საგოლე პასი მიითვალა. Sofascore-მა ქართველი შემტევის თამაში 6,4 ქულით შეაფასა, საბას სტატისტიკა კი ასეთი იყო: 1 დარტყმა, 24 შეხება ბურთთან, 3-დან 1 ზუსტი ჩაწოდება, 18-დან 12 ზუსტი პასი (67%) და 1 ზუსტი გრძელი პასი.
ამრიგად, „ორლანდო“ აშშ-ის თასის ნახევარფინალში გავიდა, სადაც „ქოლამბუსსა“ და „ნიუ იორკ სიტის“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.