ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი, გიზი მამაგეიშვილი, გიორგი გვასალია
Aa
Aa

მესამე ქართველი შტურმში? - ავსტრიული პრესა გვასალიაზე წერს

გრაცის „შტურმმა“ ზედიზედ მესამე ჩემპიონობა ხელიდან გაუშვა და ვერცხლის მედლებს დასჯერდა. გუნდის შედეგებში დიდი წვლილი მიუძღვის ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს - ოთარ კიტეიშვილს, რომელმაც გრაცელთა რიგებში კიდევ ერთი შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა.

ზამთარში მას კიდევ ერთი ქართველი - გიზი მამაგეიშვილი შეუერთდა, რომელმაც ბოლო ტურში სადებიუტო გოლიც გაიტანა, სულ კი 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 საგოლე პასიც გააკეთა.

ავსტრიული გამოცემა Kleine Zeitung-ის ცნობით, ქართველი ფეხბურთელების რიცხვი „შტურმში“ შესაძლოა სამამდე გაიზარდოს. მისი ინფორმაციით, ავსტრიის ვიცე-ჩემპიონები აკვირდებიან გიორგი გვასალიას, რომელიც თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავს.

2007 წელს დაბადებული გიორგი გვასალია მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობს. გიორგი „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, პირველი გუნდის მაისურით კი უკვე 43 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 2 გოლი და 3 საგოლე პასია.

გარდა ამისა, 18 წლის გვასალიას 21-წლამდე ნაკრებშიც იძახებენ. ახალგაზრდა მცველს რამაზ სვანაძის გუნდში უკვე 3 მატჩი აქვს ჩატარებული, მანამდე კი 17 და 19 წლამდელებშიც უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს სენტ-ეტიენთან ქომაგებს სტადიონზე არ შეუშვებენ? | ნიცას სასჯელი ელოდება
ზურიკოს სენტ-ეტიენთან ქომაგებს სტადიონზე არ შეუშვებენ? | ნიცას სასჯელი ელოდება