ტორონტო რეპტორსი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

„მამუკელაშვილს სხვაგან 3-4-ჯერ მეტს გადაუხდიან“ - Sports Illustrated

დარჩება თუ არა სანდრო მამუკელაშვილი „ტორონტო რეპტორსში“ - ამ თემაზე სტატიას გამოცემა Sports Illustrated-ი აქვეყნებს.

როგორც ცნობილია, დიდი ალბათობით, მამუკელაშვილი არ გამოიყენებს კონტრაქტის გახანგრძლივების ოფციას, უარს იტყვის 2.8 მილიონ დოლარზე და ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. თავად სანდრო ამბობს, რომ „ტორონტოში“ დარჩენა სურს, თუმცა კანადელებთან უფრო ხელსაყრელ პირობებზე სურს შეთანხმება.

Sports Illustrated-ი აღნიშნავს, რომ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ „ტორონტოს“ მამუკელაშვილის შენარჩუნება გაუჭირდება, ვინაიდან ქართველ კალათბურთელს სხვა გუნდები ბევრად მიმზიდველ კონტრაქტს შესთავაზებენ.

„ისეთი გუნდებისთვის, როგორებიცაა „ინდიანა“, „მაიამი“ და „ორლანდო“ მამუკელაშვილი საუკეთესო სამიზნეა. მათ თავისუფლად შეუძლიათ, სანდროს იმ თანხაზე 3-4-ჯერ მეტი შესთავაზონ, რასაც ქართველს „ტორონტო“ ამ სეზონში უხდიდა. ამიტომ არაა გამორიცხული, რომ მამუკელაშვილმა ასეთ შეთავაზებაზე უარი ვერ თქვას“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეშვიდე შეხვედრა 31 ქულით წააგეს | კლივლენდმა დეტროიტი სტუმრად გაანადგურა
მეშვიდე შეხვედრა 31 ქულით წააგეს | კლივლენდმა დეტროიტი სტუმრად გაანადგურა