გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

„მოედანზე კარგად ვუგებთ ერთმანეთს“ - ფროზინონეს ფორვარდმა კვერნაძეზე ისაუბრა

იტალიური „ფროზინონეს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფარეს ღეჯემისმა თავის თანაგუნდელზე, გიორგი კვერნაძეზე ისაუბრა. როგორც Corriere dello Sport-თან ინტერვიუში ალჟირელმა ფორვარდმა განაცხადა, მას და კვერნაძეს მოედანზე კარგად ესმით ერთმანეთის და წარმატებულ სეზონს მწვრთნელის მიერ სწორად შერჩეულმა სათამაშო სქემამაც შეუწყო ხელი.

„ბედნიერი ვარ, რომ სერია ა-ს საგზური მოვიპოვეთ. ყველამ ჩემი საუკეთესო ვერსია იხილა. მადლობელი ვარ მწვრთნელის, რომელსაც ჩემი ბოლომდე სჯეროდა. მე და კვერნაძეს მოედანზე კარგად გვესმის ერთმანეთის, 4-3-3 სათამაშო სქემა ჩემთვისაც და გიორგისთვისაც იდეალურია.

მსოფლიო ჩემპიონატი? თუ ვლადიმირ პეტკოვიჩი გამომიძახებს, მზად უნდა ვიყო. ფროზინონეში თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, ხალხსაც განსაკუთრებულად უყვარს გუნდი და ამ ემოციებს არასოდეს დავივიწყებ. მომავალი მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული, თუმცა ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია“.

ცნობისთვის, ღეჯემისს სერია ბ-ში 15 გოლი და 3 ასისტი ჰქონდა, გიორგი კვერნაძემ კი 5 გოლსა და 5 საგოლე პასს მოუყარა თავი.

შეგახსენებთ, რომ „ფროზინონემ“ სეზონი 81 ქულით, მეორე ადგილზე დაასრულა და ლიდერ „ვენეციას“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა. მომავალ სეზონში გიორგი კვერნაძის გუნდი სერია ა-ში ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუკეთესო სამეულში მოხვდა - იეგოიანის გამორჩეული სტატისტიკა
საუკეთესო სამეულში მოხვდა - იეგოიანის გამორჩეული სტატისტიკა