მოურინიო მადრიდში მომდევნო კვირაში ჩავა - ბოლო ცნობები ფაბრიციო რომანოსგან
მადრიდის „რეალი“ ჟოზე მოურინიოს 3-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს. ამის შესახებ ცნობილი სატრანსფერო ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება.
მისი ინფორმაციით, „განსაკუთრებულის“ კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე იქნება გათვლილი.
„შეთანხმება მიღწეულია - როგორც მოურინიოს მხარემ, ისე „რეალის“ იურისტებმა ყველა დეტალი შეათანხმეს. ჟოზე მადრიდში მომდევნო კვირაში ჩავა“, - წერს ფაბრიციო რომანო.
მოურინიო მადრიდში „სამეფო კლუბისა“ და „ბილბაოს“ შორის გასამართი მატჩის შემდეგ გაფრინდება. მისმა „ბენფიკამ“ სეზონი წაუგებლად დაასრულა, თუმცა 80 ქულით მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზურიც ვერ მოიპოვა.
ცნობისთვის, „განსაკუთრებული“ „რეალში“ 2010-2013 წლებში მუშაობდა. „სამეფო კლუბთან“ ერთად ის ლა ლიგის გამარჯვებული გახდა, ესპანეთის თასი მოიგო და 2012 წელს ესპანეთის სუპერთასი დაისაკუთრა.