ზინედინ ზიდანი, მიშელ პლატინი, მაიკლ ოლისე
Aa
Aa

„პლატინის და ზიდანის გვერდით მისი ადგილი არ არის“ - ოლისე გააკრიტიკეს

ესპანეთის ნაკრებთან გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრაში საფრანგეთის ეროვნული გუნდის სხვა ფეხბურთელების მსგავსად, მაიკლ ოლისეც უფერულად გამოიყურებოდა და მას იმდენად არაფერი გამოუვიდა, რომ „სამფეროვნების“ მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი იძულებული გახდა 72-ე წუთზე შეეცვალა. არადა, ბრწყინვალედ ჩატარებული საკლუბო სეზონისა და მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე გაბრწყინების შემდეგ, „ბაიერნის“ გარემარბზე დიდი ავანსები იყო გაცემული, თუმცა პლეი ოფის ეტაპზე მან ფანებს იმედები გაუცრუა. ერთ-ერთმა ფრანგმა ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ კი, მაიკლი მკაცრად გააკრიტიკა და ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ყველა აღფრთოვანებულები ვიყავით და გულუბრწყვილოდ ვაცხადებდით, რომ კილიან მბაპესა და მაიკლ ოლისეს დუეტი საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო იყო. ბევრმა, მაიკლი მიშელ პლატინისა და ზინედინ ზიდანის გვერდით მოიხსენია, თუმცა რეალობა იცით როგორია? ის არამცთუ მიშელის და ზინედინის გვერდით მაგიდაზე ვერ დაჯდებოდა, არამედ სამზარეულოშიც არ შეუშვებდნენ.

ტურნირის დასაწყისში, სანამ მეტოქეები ბევრ სივრცეებს უტოვებდნენ და კომფორტის ზონაში იყო, ოლისე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. პლეი ოფის სტადიაზე მისი ასპარეზობის შემხედვარე კი დავრწმუნდი, რომ თანამედროვე ფეხბურთში კლასიკური ათიანის იდეალურად შემსრულებელი მოთამაშე აღარ არსებობს“.

ცნობისათვის, მაიკლ ოლისემ გერმანიის ბუნდესლიგაში გასულ სეზონში 32 მატჩში 19 შედეგიანი პასი შეასრულა და ჩემპიონატის საუკეთესო ასისტენტი გახდა, მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალი, მეოთხედფინალი და ნახევარფინალი კი, შედეგიანი ქმედების გარეშე ჩაატარა, თუმცა მიუხედავად ამისა, 5 საგოლე გადაცემით ის მუნდიალზე ჯერჯერობით ასისტენტთა დავის ლიდერად რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ესპანეთი დღეს უკეთესი გუნდი იყო“ - ვენგერის და ანრის შეფასება
“ესპანეთი დღეს უკეთესი გუნდი იყო“ - ვენგერის და ანრის შეფასება