დიდიე დეშამი
Aa
Aa

რვიდან ხუთი წააგო - დეშამის საშინელი სტატისტიკა ესპანეთთან

საფრანგეთი - ესპანეთის (0:2) მატჩის დასრულების შემდეგ, როდესაც „სამფეროვნების“ მთავარ მწვრთნელს დიდიე დეშამს ჰკითხეს, რამდენად კმაყოფილი დარჩა მსაჯობით, მისგან ასეთი პასუხი მიიღეს: „არბიტრზე რამეს თუ ვიტყვი, მტირალა ბავშვი გამოვჩნდები, რადგან დავმარცხდით. თუმცა, თქვენ ჟურნალისტებს გთხოვთ რომ დასვათ სპეციალისტებთან ეს კითხვა, რამდენად სამართლიანად დაინიშნა ჩვენს კარში პენალტი“.

რთული სათქმელია, აბრალებს თუ არა თემიდის მსახურებს დეშამი „ფურია როხასთან“ განცდილ მარცხს, თუმცა ფაქტია, რომ საფრანგეთის ნაკრებში მუშაობის პერიოდში სტატისტიკურად მას ყველაზე მეტად სწორედ ესპანელების წინააღმდეგ უჭირდა დადებითი შედეგის მიღწევა. მუსიე დიდიემ „მამლები“ 2012 წლის ზაფხულში ჩაიბარა და მას შემდეგ ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ჩატარებული 8 თამაშიდან 5 წააგო. ფრანგები ესპანელებთან 2014 წლის მუნდიალის შესარჩევში (0:1), 2017 წლის ამხანაგურ მატჩში (0:2) და ევრო 2024-ის (1:2), ერთა ლიგისა (4:5) და მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის (0:2) ნახევარფინალებში დამარცხდნენ.

ცნობისათვის, 2012 წლის 8 ივლისიდან დიდიე დეშამის ხელმძღვანელობით ყველა ტურნირზე ჩატარებული 184 მატჩიდან საფრანგეთის ნაკრებმა 120 მოიგო, 35 ფრედ დაასრულა და 29 წააგო. მთლიანობაში დეშამის მწვრთნელობის პერიოდში ფრანგებმა 14 წელიწადში 11 ტურნირზე იასპარეზეს და მხოლოდ ორი მათგანი, მსოფლიოს ჩემპიონატი და ერთა ლიგა მოიგეს, რასაც ბევრი სპეციალისტი მუსიე დიდიეს, მის ხელში არსებული რესურსიდან გამომდინარე, დამაკმაყოფილებელ შედეგად არ უთვლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საფრანგეთის სუპერ შეტევა გათიშეს | ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
საფრანგეთის სუპერ შეტევა გათიშეს | ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია