დიდიე დეშამი
Aa
Aa

“ეს ჩვენი ბრალია“ - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთი საფრანგეთს დაუპირისპირდა და უშანსოდ 2:0 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, მამლების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა კომენტარი გააკეთა.

დეშამი:

„ფეხბურთელები განადგურებულები არიან, რადგან ძალიან დიდი ამბიციები გვქონდა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ტექნიკური თვალსაზრისით ჩვენს ჩვეულ დონეზე ვერ ვითამაშეთ, თანაც ისეთი გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც მატჩი სრულად გააკონტროლა.

უპირველესად, ეს ჩვენი ბრალია. საჭირო დონეზე ვერ ვითამაშეთ და შეტევაში ისეთი სახიფათო ვერ ვიყავით, როგორც შეგვეძლო. რამდენიმე ტექნიკური შეცდომა დავუშვით გადაცემებში, რომლებიც შესაძლოა საგოლე მომენტებად ქცეულიყო.

ასეთია ელიტური ფეხბურთის რეალობა, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ამის აღიარება. ესპანეთი უკეთესი იყო. ისინი ბურთს კარგად აკონტროლებდნენ და რამდენიმე ეპიზოდში ხარისხი გვაჯობეს.

ვფიქრობ, პირველ ტაიმში უკეთ შეგვეძლო თამაში. რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ საკმარისად ეფექტურები ვერ ვიყავით. ასეთ მატჩებში შანსების გამოყენება გადამწყვეტია. ჩვენ ეს ვერ შევძელით, ესპანეთმა კი თავისი შესაძლებლობები გამოიყენა.“

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის კარში გოლები მიკელ ოიარსაბალმა და პედრო პორომ გაიტანეს.

ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ინგლისსა და არგენტინას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთი მატჩები ძალიან მიყვარს“ - დე პაული ინგლისთან მატჩის წინ
„ასეთი მატჩები ძალიან მიყვარს“ - დე პაული ინგლისთან მატჩის წინ