დე ლა ფუენტე: “საფრანგეთის წინაშე მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იდგა“
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთი საფრანგეთს დაუპირისპირდა და უშანსოდ 2:0 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ფურია როხას მთავარმა მწვრთნელმა ლუსი დე ლა ფუენტემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
დე ლა ფუენტე:
„თითქმის ოთხი წლის წინ ერთი იდეით დავიწყეთ მუშაობა და ამ იდეის ერთგულები ბოლომდე დავრჩით. სწორედ ამან მოგვიყვანა აქამდე.
დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს დავუპირისპირდით, მაგრამ მათ წინ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იდგა. ეს არის მთავარი განსხვავება.
ეს ფეხბურთელები ყველაფერს იმსახურებენ. ისინი ყოველდღიურად ამტკიცებენ თავიანთ ერთგულებას, სოლიდარობას, თავდადებასა და ნიჭს. ისინი ყველაზე რთულსაც კი მარტივს ხდიან.
ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. ამ ფეხბურთელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ გამარჯვებისთვის ყველაფრის გაღება შეუძლიათ. ფინალში გასვლა უდიდესი მიღწევაა, მაგრამ ჩვენი საქმე ჯერ არ დასრულებულა. გვინდა, ბოლო ნაბიჯიც გადავდგათ.
ლამინის საუკეთესო დღე ჯერ კიდევ წინ არის. მას შეუძლია კიდევ უფრო მაღალ დონეზე თამაში და დარწმუნებული ვარ, ამას მალე ვიხილავთ. ამ გუნდის ყველაზე დიდი ძალა ერთიანობაა. ყველა ფეხბურთელი მზად არის ერთმანეთისთვის იბრძოლოს და სწორედ ეს გვაძლევს განსაკუთრებულ ძალას. ახლა დროა, აღვიდგინოთ ძალები და ფინალისთვის მოვემზადოთ. იქ კიდევ ერთი ძალიან რთული მეტოქე გველოდება.“
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის კარში გოლები მიკელ ოიარსაბალმა და პედრო პორომ გაიტანეს.
ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ინგლისსა და არგენტინას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.