„ასეთი მატჩები ძალიან მიყვარს“ - დე პაული ინგლისთან მატჩის წინ
არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა, როდრიგო დე პაულმა ინგლისთან ნახევარფინალურ დაპირისპირებაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ერთ-ერთი კითხვა პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, ლიონელ სკალონი ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილების გაკეთებას გეგმავს, რის შედეგადაც სათადარიგოთა სკამზე სწორედ დე პაული უნდა აღმოჩნდეს.
„მწვრთნელს ჯერ ძირითადი შემადგენლობა არ დაუსახელებია, მაგრამ მე თავს მშვიდად ვგრძნობ. ყველამ იცის, რომ ასეთი ტიპის მატჩები ძალიან მიყვარს. ეს მატჩი განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს და კიდევ უფრო მოტივირებული ვარ. მოუთმენლად ველოდები მატჩის დაწყებას.
ფოლკლენდის კუნძულები და „ღმერთის ხელი“? სკალონიმ უკვე თქვა, რომ ეს უბრალოდ საფეხბურთო მატჩია. იმედია, სტადიონზე მოსული ხალხი ფეხბურთით დატკბება, მატჩის დასრულების შემდეგ კი არგენტინელები ბედნიერები იქნებიან“.
ცნობისთვის, არგენტინა-ინგლისის მატჩი ხვალ გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.