ლიონელ მესი, ინგლისის საფეხბურთო ნაკრები, ჯორდან პიკფორდი, არგენტინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„არგენტინა მხოლოდ მესი არაა“ - პიკფორდის ფრთხილი განცხადება

ინგლისის ნაკრების მეკარემ, ჯორდან პიკფორდმა არგენტინასთან ნახევარფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა. პიკფორდის თქმით, არგენტინის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია, თუმცა ინგლისის ნაკრები მათ არაფერში ჩამოუვარდება.

„ყველა ლიონელ მესიზე საუბრობს, იმიტომ რომ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს ის ნიჭი და უნარები, რომლებსაც მათი გუნდი ფლობს - როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ეს ყველაფერი ჩვენც გვაქვს და ხვალ მოედანზე უნდა ვაჩვენოთ.

მხოლოდ მესიზე საუბარი არ შეიძლება. მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, არგენტინა ხომ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია. თუმცა ჩვენც გვყავს ხარისხიანი შემტევი ფეხბურთელები. ჩვენი ნაკრები სწორი მენტალობითა და გუნდური ხასიათით გამოირჩევა“.

შეგახსენებთ, რომ ინგლისი-არგენტინის მატჩი ხვალ 23:00 საათზე გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია“ - იამალმა საფრანგეთთან მატჩზე ისაუბრა
„ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია“ - იამალმა საფრანგეთთან მატჩზე ისაუბრა