ჰარი კეინი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

„განხეთქილების შექმნის მცდელობა ახალი არ არის“ - კეინი ტუხელი-ბელინგემის ეპიზოდზე

ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ტომას ტუხელსა და ჯუდ ბელინგემს შორის შექმნილ გაუგებრობაზე კომენტარი გააკეთა და როგორც ფეხბურთელი, ისე მთავარი მწვრთნელი დაიცვა.

მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში, ნორვეგიასთან გამარჯვების შემდეგ, ტუხელი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა. ბელინგემმა კი თომას ტუხელის საპასუხოდ თქვა, რომ მწვრთნელმა იმ პირობებში, რა პირობებიც მოედანზე იყო, თამაში როგორია, არ იცის.

კეინი ამასთან დაკავშირებით ამბობს:

„ჯუდს რა უნდა ეპასუხა, როდესაც ასეთი მატჩი ახალი დამთავრებული იყო და ფინალური სასტვენიდან ხუთ წუთში კითხვას გისვამენ, შენ კი ისიც არ იცი, მწვრთნელის მიერ კონკრეტულად რა ითქვა? მოედანზე ბრძოლა ხომ ახლახან გავიარეთ.

ამ განხეთქილების შექმნის მცდელობა ახალი არის – როგორც ჩანს, ასეთ დიდ ტურნირებზე ინგლისელებისთვის ეს ტიპური საქციელია, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ზუსტად პირიქითაა.

ჩვენი — არა მხოლოდ მოთამაშეების, არამედ მწვრთნელისა და მთელი პერსონალის — ერთიანობის წყალობით, გუნდი იმ ადგილას იმყოფება, სადაც ახლა არის.

ტუხელი თავის ემოციებს არ მალავს – და ხალხი ამას აფასებს. მისი სიტყვები წინასწარ დაზეპირებული არასდროს არის. სწორედ ეს მას იმად აქცევს, ვინც ის არის.

როცა ყველაფერი ბუნებრივად ხდება, შენ ამის გჯერა, მისი ნათქვამის გჯერა, მისი მიდგომის გჯერა.

ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ტყუილად არ ითვლება. ეს გვესმის. ბოლო ორი წლის განმავლობაში ის უფრო ახლოს გავიცანით და რა ახარებს, ისიც გვესმის“.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინას დაუპირისპირდება. მატჩი ხვალ, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“კეინი და ბელინგემი განსხვავებას ქმნიან“ - ტუხელი არგენტინასთან მატჩის წინ
“კეინი და ბელინგემი განსხვავებას ქმნიან“ - ტუხელი არგენტინასთან მატჩის წინ