ჰარი კეინი, ტომას ტუხელი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

“კეინი და ბელინგემი განსხვავებას ქმნიან“ - ტუხელი არგენტინასთან მატჩის წინ

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინა ინგლისს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, სამი ლომის მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა გერმანულ მედიასთან ისაუბრა.

ტუხელი:

„თუ არსებობს ფორმულა მესისა და არგენტინის შესაჩერებლად, მაშინ ეს არის ჰარი კეინი და ჯუდ ბელინგემი.

კეინი და ბელინგემი ჩვენი ლიდერები არიან. სწორედ მათ შეუძლიათ ასეთ დიდ მატჩებში განსხვავების შექმნა. ეს ამათ უკვე არაერთხელ დაამტკიცეს.

რა თქმა უნდა, ნორვეგიასთან დაფიქსირებული შედეგი კარგია, მაგრამ ბევრ რამეში გაგვიმართლა. თუ ფინალში გასვლა გვინდა, არგენტინასთან ბევრად უკეთ უნდა ვითამაშოთ.“

შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და ინგლისის ნახევარფინალური დაპირისპირება 15 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები