ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

კლუბს გაშვება სთხოვა, მაგრამ... - ფრანგულ მედიაში ზურიკოს მომავალზე წერენ

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „სენტ-ეტიენის“ შემტევის, ზურიკო დავითაშვილის მომავალი ამ დრომდე გაურკვეველია. ფრანგული გამოცემა Peuple Vert-ის ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელმა თავის ამჟამინდელ კლუბს გაყიდვა მოსთხოვა, თუმცა „სენტ-ეტიენი“ დაინტერესებულ გუნდებს „აფრთხობს“ რადგან ქართველის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს.

რა წერია სტატიაში:

ზურიკო დავითაშვილის მომავალი, როგორც ჩანს, „სენტ-ეტიენისგან“ შორს დაიწერება. კლუბთან 2028 წლამდე გაფორმებული კონტრაქტის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს სურს ისარგებლოს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრით, რათა კარიერაში ახალ ეტაპზე გადავიდეს და ევროპის უმაღლესი დონის კლუბს შეუერთდეს.

Peuple Vert-ის ცნობით, 25 წლის მოთამაშემ ხელმძღვანელობას გუნდიდან გაშვება სთხოვა. მაგრამ „სენტ-ეტიენის“ ხელმძღვანელობამ საკუთარი პირობები დააწესა. კლუბს, რომელსაც ზურიკო დავითაშვილის შეძენა სურს, მინიმუმ 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რაც თითქმის ორჯერ აღემატება Transfermarkt-ის მიერ შეფასებულ მის სატრანსფერო ღირებულებას (12 მილიონი ევრო).

„სენტ-ეტიენი“ მსურველებს აფრთხობს

ამ ეტაპზე „ატალანტამ“, „ბეშიქთაშმა“ და „ოლიმპიაკოსმა“ ტრანსფერის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვეს, თუმცა საქმე ამაზე შორს არ წასულა. „სენტ-ეტიენის“ მოთხოვნები პრეტენდენტებს ინტერესს უკარგავს და მოლაპარაკებებს აფერხებს.

თუმცა, ეს სტრატეგია რისკებსაც შეიცავს. დავითაშვილი იმედოვნებს, რომ ამ ზაფხულს კლუბს დატოვებს და არ სურს, რომ მოთხოვნილმა თანხამ ყველა დაინტერესებული გუნდი გააქციოს. დღეის მდგომარეობით, საქმე სრულიად შეჩერებულია და არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ უახლოეს მომავალში რაიმე შეიცვლება და პროცესი წინ წაიწევს.

დავითაშვილის დამატებით კიდევ რამდენიმე გუნდი ინტერესდება - „ბეშიქთაში“, ლისაბონის „ბენფიკა“, „სპორტინგი“... თუმცა, ჯერჯერობით, „სენტ-ეტიენის“ მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდას არც ერთი კლუბი არ აპირებს.

გასულ სეზონში, ზურიკო დავითაშვილი „სენტ-ეტიენის“ საუკეთესო ბომბარდირი და ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე მოთამაშე გახდა, რამაც მის მიმართ ევროპული გუნდების ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასე რომ მომხდარიყო, ხვიჩას თამაშით უფრო მეტად დავტკბებოდით“ - სიომინი
„ასე რომ მომხდარიყო, ხვიჩას თამაშით უფრო მეტად დავტკბებოდით“ - სიომინი