ნიკოლოზ ქუთათელაძე
Aa
Aa

ქუთათელაძის კარგი მატჩი - ქართველის მესამე საგოლე მოქმედება

ნიკოლოზ ქუთათელაძემ რამდენიმე კვირის წინ Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგა დატოვა და კარიერის ესტონეთში გაგრძელება გადაწყვიტა. 25 წლის ქართველმა ფორვარდმა კონტრაქტი „ლევადიასთან“ გააფორმა და ტალინის კლუბს თავიდანვე კარგად შეეწყო. მართალია სისტემატურად ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა ჯერჯერობით უჭირს, მაგრამ როდესაც შეცვლაზე ეძლევა თავის გამოჩენის საშუალება, მუდამ უმაღლეს დონეზე გამოიყურება.

მეისტრლიგის 27-ე ტურში „ლევადიამ“ საკუთარ სტადიონზე „კურესარე“ დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა. ქუთათელაძე კი მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა, რის შემდეგაც ჯერ თანაგუნდელი გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, თუმცა ეს მომენტი გოლით ვერ დაგვირგვინდა, შემდეგ თავად ჩინებული სოლორეიდის სათანადოდ დაგვირგვინება სცადა და მცველი გადაეღობა ბურთს, ხოლო ამის მერე ენოკ ოტოოს გაუწია ასისტენტობა.

ცნობისათვის, ესტონეთის საფეხბურთო ჩემპიონატში გადასვლის შემდეგ ნიკოლოზ ქუთათელაძემ 5 შეხვედრაში იასპარეზა და თავი 1 გოლითა და 2 საგოლე პასით გამოიჩინა. რაც შეეხება „ლევადიას“, ეს გუნდი 65 ქულით გათამაშების ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ „ფლორას“ 16 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილმა ძირითადში პირველად დაიწყო - სევილიამ ქულა აიღო
ქოჩორაშვილმა ძირითადში პირველად დაიწყო - სევილიამ ქულა აიღო