ორი გაიტანა, ერთი ჩაუთვალეს - ქართველი კაპიტნის გოლი უზბეკეთში
Aa
Aa

ორი გაიტანა, ერთი ჩაუთვალეს - ქართველი კაპიტნის გოლი უზბეკეთში

გიორგი პაპავა უკვე მეოთხე წელია უზბეკეთის საფეხბურთო ჩემპიონატში ასპარეზობს და „ოკმკ“-ს ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა. გარდა იმისა, რომ მეტოქე გუნდის იერიშების ჩაშლასა და თავისიანების შეტევის წამოწყებას წარმატებით ართმევს თავს, როგორც ჩანს თანაგუნდელებში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ კლუბის კაპიტანია.

სუპერლიგის 21-ე ტურში, „ფახთაქორთან“ (1:3) საშინაო შეხვედრაში გიორგი შეტევებში ჩართვით გამოირჩეოდა და ორი გოლიც გაიტანა, საიდანაც პირველი, როდესაც მე-17 წუთზე დაამწუხრა სტუმართა გუნდის მეკარე, ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ გააუქმეს. სამაგიეროდ, შეხვედრის ბოლოს, 81-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებულს პაპავა შედეგიანი თავურით გამოეხმაურა და გოლი წესების სრული დაცვით გაიტანა.

ცნობისათვის, უზბეკეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში გიორგი პაპავამ აბსოლუტურად ყველა, ოცდაერთივე შეხვედრა ძირითადში დაიწყო, ოცი სრულად ჩაატარა, ხოლო ერთ შემთხვევაში 82-ე წუთზე შეცვალეს და ჯამში მის ანგარიშზე 1 გოლთან ერთად, 1 საგოლე გადაცემაცაა. რაც შეეხება „ოკმკ“-ს, 21 ტურში დაგროვებული 32 ქულით მეექვსე პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი ზედიზედ მეორე მატჩში - ლობჟანიძემ ჰიუსტონსაც გაუტანა
გოლი ზედიზედ მეორე მატჩში - ლობჟანიძემ ჰიუსტონსაც გაუტანა