გიორგი გოჩოლეიშვილი, კადისი
Aa
Aa

გოჩოლეიშვილი ტრავმირებულია - კადისის ოფიციალური განცხადება

საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „კადისის“ განაპირა მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი ტრავმირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში გიორგი გოჩოლეიშვილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელმაც კოჭ-წვივის სახსრის წინა იოგის ნაწილობრივი გაწყვეტა გამოავლინა.

გიორგის მოედანზე დაბრუნების ვადები მომდევნო დღეებში მიღწეულ პროგრესზე იქნება დამოკიდებული“.

გოჩოლეიშვილი „კადისს“ ზაფხულში, დონეცკის „შახტარიდან“ იჯარის წესით შეუერთდა და ლა ლიგა 2-ში 3 მატჩის ჩატარებაც მოასწრო. 6 სექტემბერს, „ალმერიასთან“ მატჩში გოჩოლეიშვილი 54-ე წუთზე შეცვალეს, რისი მიზეზიც სწორედ ზემოხსენებული დაზიანება გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მჯერა, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ | კვარაცხელიამ ოქროს ბურთზე ისაუბრა
„მჯერა, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ | კვარაცხელიამ ოქროს ბურთზე ისაუბრა