გოლი ზედიზედ მეორე მატჩში - ლობჟანიძემ ჰიუსტონსაც გაუტანა
MLS-ის მორიგ ტურში საბა ლობჟანიძის „რეალ სოლტ ლეკი“ „ჰიუსტონ დინამოს“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.
ქართველი შემტევი სათადარიგო იყო და თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა. მოედანზე შესვლიდან 6 წუთში საბა ლობჟანიძემ წონასწორობა აღადგინა, თუმცა 87-ე წუთზე მასპინძლებმა მეორე გოლი გაიტანეს და 3 ქულა მოიპოვეს.
საბა ლობჟანიძის გოლი
ქართველმა შემტევმა Sofascore-ისგან 7.6-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 1 დარტყმა, 12 შეხება ბურთთან, 7-დან 5 ზუსტი პასი (71%) და 2-დან 1 ზუსტი ჩაწოდება.
ამგვარად, ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ ლობჟანიძეს 12 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
„სოლტ ლეიკს“ 23 მატჩის შემდეგ 29 ქულა აქვს. ლობჟანიძის გუნდი დასავლეთ კონფერენციის მე-10 ადგილზეა და მომდევნო ტურში 13 სექტემბერს „ნიუ იორკ სიტის“ მიიღებს.