პოჩეტინო: კეინი ოქროს ბურთს იმსახურებს, თავისი კარიერით, როგორც მოდრიჩი და ბენზემა
აშშ-ის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, შეუძლია თუ არა „ბაიერნის“ თავდამსხმელ ჰარი კეინს წელს „ოქროს ბურთის“ მოგება.
„იმედი მაქვს, რომ კი. ვფიქრობ, ის ამას იმსახურებს, როგორც ჯილდოს თავისი კარიერისა და იმ ყველაფრისთვის, რაც ფეხბურთში გააკეთა.
არ ვიცი, შეუშლის თუ არა მას ხელს მსოფლიო ჩემპიონატის ან ჩემპიონთა ლიგის შედეგები, რადგან ორივე შემთხვევაში მან მხოლოდ ნახევარფინალამდე მიაღწია. შესაძლოა, ამან ხელი შეუშალოს, არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით, ჰარი კეინის დრო მოვიდა.
დღეს არ არის ნათელი, ვინ არის მსოფლიოში ნომერ პირველი, ვინ უნდა გაიმარჯვოს. წარსულში ეს უფრო აშკარა იყო. ვფიქრობ, ის ამას იმსახურებს. მან ეს თავისი კარიერით დაიმსახურა, როგორც მოდრიჩმა, კანავარომ ან ბენზემამ. ვფიქრობ, ვინმე ერთის არჩევა რომ მიწევდეს, ეს ჰარი კეინი იქნებოდა“,
- განაცხადა პოჩეტინომ, რომელიც ინგლისელთან ერთად „ტოტენჰემში“ მუშაობდა.