ანდრო გიორგაძე, იმედა აშორტია, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი
Aa
Aa

მესამე გოლი სეზონში - აშორტიამ ანდიჟანს ბოლო წუთზე მოაგებინა

იმედა აშორტია წინა სეზონებთან შედარებით უზბეკეთის საფეხბურთო ჩემპიონატში ძველებური შედეგიანობით ვეღარ გამოირჩევა, მაგრამ საგოლე ალღო რომ არ დაუკარგავს და გადამწყვეტ მომენტებში კლუბისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია, ეს დღეს გამართულმა „ანდიჟანი“ – „კოკანდის“ (2:1) ოცდამეერთე ტურის მატჩმაც დაადასტურა. თითქოს ყველაფერი იქეთკენ მიდიოდა, რომ გუნდებს ქულები უნდა გაეყოთ, თუმცა 91-ე წუთზე იმედამ თანაგუნდელების მიერ გათამაშებული კომბინაცია ზუსტი დარტყმით დაასრულა, წლევანდელ ჩემპიონატში მე-3 გოლი გაიტანა და „ანდიჟანს“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.

აშორტიას 3 გოლი მიმდინარე გათამაშებაში 15 შეხვედრაში დაუგროვდა. მის გარდა „ანდიჟანის“ ღირსებას ალექსანდრე ანდრონიკაშვილიც იცავს, რომელიც ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია, თუმცა ბოლო ორი ტური ტრავმის გამო გამოტოვა. რაც შეეხება „ანდიჟანის“ მეტოქეს, „კოკანდიში“ ანდრო გიორგაძის, შოთა გვაზავას და თომა ტაბატაძის სახით სამი ქართველი ირიცხება. მათგან დღევანდელ მატჩში გვაზავამ სრულად იასპარეზა, გიორგაძე მოედანზე მე-80 წუთზე გამოჩნდა, ხოლო ტაბატაძე ბოლომდე თადარიგში დარჩა.

ცნობისათვის, ოცდაერთი ტურის შემდეგ 30 ქულით „ანდიჟანი“ უზბეკეთის ჩემპიონატში მერვე ადგილზეა, ხოლო „კოკანდი“ 20 ქულით მეთოთხმეტე პოზიციას იკავებს. საჩემპიონო ბრძოლა კი „ნეფთჩი ფარგონასა“ და „ფახთაქორს“ შორის მიმდინარეობს - პირველი მათგანი ლიდერია და ტაშკენტელებს 2 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქუთათელაძის კარგი მატჩი - ქართველის მესამე საგოლე მოქმედება
ქუთათელაძის კარგი მატჩი - ქართველის მესამე საგოლე მოქმედება