გაგრა, ქუთაისის ტორპედო, გურამ გოშთელიანი
Aa
Aa

ტორპედოს ფრე გაგრასთან | ქუთაისელთა მოუგებელი სერია 4 მატჩამდე გაიზარდა

Crystalbet ეროვნული ლიგის 25-ე ტურში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე „ტორპედო“ „გაგრას“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და ჩემპიონატში ქუთაისელთა მოუგებელი სერია ოთხ შეხვედრამდე გაიზარდა

დირკ შუსტერის გუნდმა ანგარიში მალევე გახსნა — „ტორპედოს“ კუთხურის შემდეგ ზურაბ ჭავჭანიძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. იმერლებმა უპირატესობა პირველი ტაიმის ბოლომდე შეინარჩუნეს და შესვენებაზე 1:0-ს იგებდნენ.

მეორე ნახევარი „გაგრას“ უპირატესობით დაიწყო. ჟელკო ლიუბენოვიჩის გუნდს რამდენიმე მომენტი ჰქონდა და, საბოლოოდ, წონასწორობა აღადგინა: გურამ გოშთელიანმა კარგად ითამაშა, დავით მუჯირის პასი გამოიყენა და „გაგრას“ ქულა მოუტანა. 89-ე წუთზე „გაგრა“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, რომელიც მათმა მეტოქემ ვერ გამოიყენა.

ამრიგად, „ტორპედოს“ 33 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეექვსე პოზიციას იკავებს. ქუთაისელები პირველადგილოსან „რუსთავს“ 10 ქულით ჩამორჩებიან. „გაგრას“ 28 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა. „ტორპედო“ მომდევნო შეხვედრას „სამგურალის“ წინააღმდეგ გამართავს, „გაგრა“ კი „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიასთან რემატჩით გეიჯი ვერაფერს მიიღებს“ | UFC-ის ყოფილი ჩემპიონი
„ილიასთან რემატჩით გეიჯი ვერაფერს მიიღებს“ | UFC-ის ყოფილი ჩემპიონი