„გეიჯი თუ პიმბლეტი? ორივე ვარიანტი მომწონს“ - დენა უაითი ილიას მომდევნო მეტოქეზე
UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა ერთ-ერთი YouTube-შოუს ეთერში ილია თოფურიაზე ისაუბრა. მისი თქმით, ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ოქტაგონში დაბრუნებისთვის მზადაა, თუმცა ორგანიზაციას მის მომდევნო მეტოქესთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
„ვინ იქნება მისი მეტოქე - ჯასტინ გეიჯი თუ პედი პიმბლეტი? მე ორივე ვარიანტი მომწონს. ჩვენ ორივე შემთხვევაში ბედნიერები ვიქნებით.
ჯერჯერობით დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. რა თქმა უნდა, გეიჯისთან რემატჩი საოცარი იქნებოდა. პედი-ილიას ჩხუბიც შესანიშნავია, მათ ხომ ერთმანეთი სძულთ“.
შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიას ბრძოლა ივნისში, თეთრ სახლში გაიმართა. ამერიკელმა მებრძოლმა „ელ მატადორი“ დაამარცხა და მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.
მედიაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ UFC ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტის ბრძოლის ორგანიზებაზე მუშაობს, რომელიც შესაძლოა 2027 წლის დასაწყისში, მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შედგეს.