„ლუკა უკვე დამიკავშირდა“ | მამუსა და დონჩიჩის საუბარი და მილიონი სამქულიანი
სანდრო მამუკელაშვილი „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ გადავიდა და ახალი კლუბის მაისურით პირველი თამაშის ჩატარებას მოუთმენლად ელის. „მამუ“ ლუკა დონჩიჩის თანაგუნდელი იქნება და სანდრომ განაცხადა, რომ სლოვენიელი სუპერვარსკვლავი მას უკვე დაუკავშირდა.
„ლუკა დონჩიჩი უკვე დამიკავშირდა. მითხრა, რომ ჩემი „ლეიკერსში“ გადასვლით ძალიან აღფრთოვანებულია და მოუთმენლად ელოდება, მუშაობას როდის შევუდგებით. მე ვუპასუხე: „ახლავე დარბაზში წავალ და მილიონ სამქულიანს ვისვრი, განსაკუთრებით კუთხეებიდან, რათა დარწმუნებული ვიყო, რომ მზად ვარ“.
ჩვენი საუბარი სიტყვასიტყვით ზუსტად ასეთი იყო. იმედია, მას უფრო ხშირად ვნახავ და უკეთესად გავიცნობ. მე და დონჩიჩი ერთ წელს დავიბადეთ. ევროპაში ყოფნისას ლუკაზე ძალიან ბევრი რამ მესმოდა და იმის ყურებაში გავიზარდე, თუ რამდენად მაგარი კალათბურთელი და დიდი ფიგურა იყო ადრეული ასაკიდანვე. ამიტომ მიხარია, რომ ახლა მისი თანაგუნდელი ვარ.
მახსოვს, ევროპაში რეიტინგებს როდესაც ადგენდნენ, ის ყოველთვის პირველ ადგილზე იყო, მე კი უბრალოდ ვცდილობდი იქამდე მიმეღწია, იქამდე მივსულიყავი. ახლა კი მისი თანაგუნდელობა უბრალოდ საოცრებაა და მართლა მჯერა, რომ დონჩიჩი ცხოვრებას ბევრად გამიმარტივებს“.
ცნობისთვის, მამუკელაშვილმა „ტორონტო რეპტორსი“ დატოვა და „ლეიკერსთან“ 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ლოს-ანჯელესელებმა გასულ სეზონში 53 შეხვედრა მოიგეს და დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილი დაიკავეს, პლეი-ოფის მეორე რაუნდში კი „ოკლაჰომა სითი თანდერთან“ წააგეს.