მანჩესტერ სიტი, ჟოზე მოურინიო, როდრი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

ESPN: მოურინიოს რეალში როდრის ხილვა სურს

ბოლო დროინდელი ინფორმაციით, მადრიდის რეალის ახალი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იქნება.

გავლენიანი გამოცემა ESPN იუწყება, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა უკვე პირველი ტრანსფერი მოითხოვა.

წყაროს ცნობით, ჟოზეს სამეფო კლუბში 2024 წლის ოქროს ბურთის მფლობელის, როდრის ხილვა სურს და პერესს მისი შეძენა სთხოვა.

ესპანელ ნახევარმცველს მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი 2027 წელს ეწურება და ქალაქელები ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად ყველაფერს აკეთებენ, , თუმცა ჯერ უცნობია, თავად ფეხბურთელს დარჩენა სურს თუ ახალი გამოწვევის მიღება.

ESPN იმასაც წერს, რომ თუ როდრი წასვლას გადაწყვეტს, სამეფო კლუბს მის სანაცვლოდ 60 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ როდრი მანჩესტერ სიტის 2019 წელს შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, ყველა ტურნირზე ერთად 297 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 28 გოლი გაიტანა და 32 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები