ხაბიბ ნურმაგომედოვი, ისლამ მახაჩევი, იან მაჩადო გარი
Aa
Aa

„ურთულესი მეტოქე იქნება“ - ხაბიბმა ისლამის ბრძოლაზე ისაუბრა

UFC-ის მომდევნო მსხვილი ღონისძიება, სადაც სასწორზე საჩემპიონო ქამარი იდება, 15 აგვისტოს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ფილადელფიაში გაიმართება. ქვესაშუალო წონის ახალი ჩემპიონი ისლამ მახაჩევი ტიტულს პირველად ირლანდიელ იან მაჩადო გარისთან დაიცავს. ბევრი მიიჩნევს, რომ ისლამისთვის ეს კარიერაში ყველაზე რთული ბრძოლა იქნება, რასაც ბოლომდე ეთანხმება მისი მეგობარი და მწვრთნელი ხაბიბ ნურმაგომედოვი, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

„იან გარი სტილისტურად ძალიან რთული და მოუხერხებელი მოწინააღმდეგეა, რომელსაც გრძელი ფეხები და ხელები აქვს. გარდა ამისა, ხშირად გადაადგილდება, ბევრს დარბის და მისნაირი სიმაღლის მებრძოლთან ისლამს აქამდე არასოდეს უჩხუბია. მზადების განსაკუთრებულ ეტაპს გავდივართ, რადგან ასაკითაც ის მახაჩევზე პატარაა, რაც ასევე უპირატესობას აძლევს, ისლამი კი რამდენიმე თვეში 35 წლის გახდება. ყველაზე კარგი ვარიანტი გარის დაფინიშება იქნება, რადგან მსგავსი აღნაგობის მეტოქესთან ოქტაგონში ხუთი რაუნდის გატარება ადვილი არ არის“.

შეგახსენებთ, რომ 2026 წელი UFC-ში სენსაციების სიმრავლით გამოირჩევა - საჩემპიონო ქამარი ერთმანეთის მიყოლებით ხამზატ ჩიმაევმა და ილია თოფურიამ დაკარგეს, რის გამოც ბევრი ვარაუდობს, რომ ანალოგიური ბედის გაზიარება ისლამ მახაჩევსაც მოუწევს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თმას ინერგავს და ლედიბოებთან ერთად ერთობა“ | ომალიმ იანი გააკრიტიკა
„თმას ინერგავს და ლედიბოებთან ერთად ერთობა“ | ომალიმ იანი გააკრიტიკა