მაქს ჰოლოუეი, ისლამ მახაჩევი, ხავიერ მენდესი
Aa
Aa

მახაჩევის გუნდში ჰოლოუეისთან შესაძლო ბრძოლას პოზიტიურად უყურებენ

კონორ მაკგრეგორთან ქვესაშუალო წონაში ორთაბრძოლის წინ, მაქს ჰოლოუეიმ განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მზად იქნება გამოიწვიოს დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი. დაღესტნელი მებრძოლის მწვრთნელი, ხავიერ მენდესი დარწმუნებულია, რომ მისი შეგირდი უყოყმანოდ დათანხმდება ამერიკელთან ბრძოლას, თუ ასეთ შეთავაზებას მიიღებს.

„UFC-ში რაც არ უნდა გადაწყვიტონ, ისლამი თანხმობით უპასუხებს. მაქსი ნამდვილი ლეგენდაა და ის არასდროს ამბობს უარს გამოწვევებზე. მისი ჩამოწერა არცერთ დაპირისპირებაში არ შეიძლება, რადგან ის ყოველთვის მზადაა ბრძოლის მისაღებად. არ ვიცი, რამდენად წარმატებით იასპარეზებს, მაგრამ ის ნამდვილად საომრად გავა და არა უბრალოდ ნომრის მოსახდელად. მას მეომრის აზროვნება და ჩემპიონის მენტალიტეტი აქვს, ამიტომ, ვფიქრობ, ის ნებისმიერი გამოცდისთვის მზადაა“,

- განაცხადა ამერიკელმა სპეციალისტმა Submission Radio-სთან ინტერვიუში.

სანამ „დალოცვილთან“ (Blessed - ჰოლოუეის მეტსახელი) პოტენციურ ორთაბრძოლაზე სერიოზულად დაფიქრდება, ისლამ მახაჩევმს ქამრის დაცვა ირლანდიელი იან მაჩადო გარის წინააღმდეგ მოუწევს, რომელსაც 15 აგვისტოს, ფილადელფიაში, UFC 330 ტურნირზე შეხვდება.

მაკგრეგორისა და ჰოლოუეის ბრძოლა, რომელიც გასულ უქმეებზე ლას-ვეგასში გამართულ UFC 329 ტურნირზე შედგა, 69-ე წამზე დასრულდა მას შემდეგ, რაც ირლანდიელმა ფეხის დარტყმის პირველივე მცდელობისას მუხლის ტრავმა მიიღო და ორთაბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები