ვინ იქნება გეიჯის მომდევნო მეტოქე - მენეჯერმა მინიშნება გააკეთა
UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის, ჯასტინ გეიჯის მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა განაცხადა, რომ „ჰაილაითის“ ჩემპიონის ქამრის პირველი დაცვა გაიმართება ისეთი მეტოქის წინააღმდეგ, რომელსაც გეიჯი აქამდე არასდროს შეხვედრია. შესაბამისად, აბდელაზიზის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, ეს მებრძოლები არ იქნებიან ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, მაქს ჰოლოუეისთან და პედი პიმბლეტი.
„ჩემპიონის შემდეგი ბრძოლა იქნება იმის წინააღმდეგ, ვისთანაც მას არასდროს უჩხუბია. ძალიან მიხარია ეს დაპირისპირება“, - დაწერა აბდელ-აზიზმა სოციალურ ქსელ X-ში.
მას შემდეგ, რაც ჯასტინ გეიჯი ილია თოფურიასთან გამარჯვების შემდეგ მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა, მედიაში ყველაზე აქტიურად „ელ მატადორთან“ რევანშს განიხილავენ. ასევე, ამერიკელი მებრძოლი გამოიწვიეს ჩარლზ ოლივეირამ და მაქს ჰოლოუეიმაც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება გეიჯის მომდევნო მეტოქე. ასევე, უცნობია, თუ ვინ იგულისხმა განცხადებაში ალი აბდელაზიზმა.