„მისაღებს მიიღებ“ | იანმა დვალიშვილს მიმართა
პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილს მესიჯი გაუგზავნა. რუსი მებრძოლის ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა და UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა „მანქანას“ მიმართა.
„მერაბ, მისაღებს მიიღებ. ამის პირობას გაძლევ“, — განაცხადა იანმა.
როგორც მოგეხსენებათ, იანმა ბოლო ბრძოლა 2025 წლის დეკემბერში გამართა და დვალიშვილი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. მერაბთან გამარჯვების შემდეგ იანს ზურგის ოპერაცია ჩაუტარდა, შემდეგ კი კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
„მანქანამ“ რამდენჯერმე განაცხადა, რომ UFC-ის წარმომადგენლებმა შეატყობინეს, რომ მისი მომდევნო მეტოქე სწორედ იანი იქნება. ორგანიზაციას ტრილოგიის გამართვა სურს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ეს როდის მოხდება.
ცნობისთვის, იანს დვალიშვილის ინციდენტი, როდესაც მერაბს რუს მოჭიდავესთან დაპირისპირება მოუვიდა და მას ხელი გაარტყა, უყურადღებოდ არ დაუტოვებია. მან განაცხადა, რომ დვალიშვილის საქციელი ლამაზი არ ყოფილა.