ტულუზა, კრაიოვას უნივერსიტატია, ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

ტულუზას მექვაბიშვილის დამატება სურს - რას გადაწყვეტს კრაიოვა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა შესაძლოა კარიერა ლიგა 1-ში, „ტულუზაში“ გააგრძელოს. ამის შესახებ რუმინული მედია იტყობინება.

არსებული ინფორმაციით, „კრაიოვას“ პრეზიდენტმა, მიჰაი როტარუმ მექვაბიშვილი „ტულუზას“ 3 მილიონ ევროდ შესთავაზა, ფრანგული კლუბი კი მზადაა ამ თანხის გადასახდელად.

„მექვაბიშვილის ტრანსფერზე „კრაიოვამ“ რამდენიმე წინადადება მიიღო, თუმცა პასუხი ყოველთვის ერთია: ანზორი კლუბს მხოლოდ 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვებს“, - წერს რუმინული გამოცემა.

 „ტულუზასთან“ მოლაპარაკებები ახლა საწყის ეტაპზეა, ოფიციალური წინადადება „კრაიოვას“ ჯერ არ მიუღია.

თუმცა, როგორც რუმინული პრესა წერს, მიჰაი როტარუს ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპების დასრულებამდე გუნდის დასუსტება არ სურს. „კრაიოვა“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებში მონაწილეობს და გუნდის მთავარი მიზანი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ძირითად ეტაპზე მოხვედრაა.

ცნობისთვის, პირველ ეტაპზე „კრაიოვამ“ სტუმრად ბელარუსული „ვიტებსკი“ დაამარცხა. მეორე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში რუმინული კლუბის მეტოქე ბოსნიური „ბორაცი“ ან ბულგარული „ლევსკი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი ზედიზედ მეორე მატჩში - ზარიამ ვიცე-ჩემპიონს გაუტანა
გოლი ზედიზედ მეორე მატჩში - ზარიამ ვიცე-ჩემპიონს გაუტანა