ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„ორდღიანი ავადმყოფობის შემდეგ თავს კარგად გრძნობს“ | ზურიკო სათამაშოდ მზადაა

„სენტ-ეტიენის“ ქართველი ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი, მოედანზე გასასვლელად მზადაა. „მწვანეების“ მთავარმა მწვრთნელმა, იან კათრომ, მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ დავითაშვილი გუნდს დაუბრუნდა.

„ტრავმებს რაც შეეხება, ზურიკო დავითაშვილი ორდღიანი ავადმყოფობის შემდეგ თავს კარგად გრძნობს. ტამარ სვეტლინი ვერ ითამაშებს, მას მხარს მაქსიმალურად დავუჭერთ, რათა სწრაფად დაბრუნდეს“, — განაცხადა კათრომ.

ცნობისთვის, „სენტ-ეტიენს“ რვა ტურის შემდეგ 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. „მწვანეები“ მეორეადგილოსან „რედ სტარს“ ორი ქულით უსწრებენ და მათი მომდევნო მეტოქე სწორედ „რედ სტარია“. შეხვედრა 17 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:00-ზე დაიწყება.

რაც შეეხება დავითაშვილს, ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში მას შვიდ შეხვედრაში 1 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა აქვს გაფორმებული. ზურიკომ მოედანზე 392 წუთი გაატარა და ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ სამჯერ გამოჩნდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ამ შეხვედრის წაგებაც შეგვეძლო“ - ენრიკე სიტისთან მატჩის შემდეგ
    „ამ შეხვედრის წაგებაც შეგვეძლო“ - ენრიკე სიტისთან მატჩის შემდეგ