კრაიოვას უნივერსიტატია, ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

საგოლე პასი და გადამწყვეტი პენალტი - მექვაბიშვილმა კრაიოვას სუპერთასი მოაგებინა

ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვამ” ახალი სეზონი დაიწყო და მათთვის სტარტი იდეალური გამოდგა - რუმინეთის სუპერთასის ფინალში „კლუჟს” პენალტების სერიაში მოუგეს.

მექვაბიშვილმა ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ქართველი საყრდენი სასტარტოში იმყოფებოდა და შეხვედრა სრულად ჩაატარა. მე-40 წუთზე ანზორმა ნსიმბას ბრწყინვალე საგოლე გადაცემა გაუკეთა და ანგარიში ასე გაიხსნა.

მეორე ტაიმში 53-ე წუთზე შვედმა ფორვარდმა ალიბეკ ალიევმა ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც „კრაიოვამ“ ხუთივე დარტყმა ზუსტად შეასრულა, „კლუჟმა“ კი ერთი გააცუდა. გადამწყვეტი მე-5 საჩემპიონო დარტყმა მექვაბიშვილმა ითავა და თავის გუნდს მორიგი ტიტულის მოგებაში დაეხმარა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ქართველმა ნახევარმცველმა ორივე გუნდს შორის ყველაზე მაღალი 7.9 შეფასება მიიღო.

ბოლოს შეგახსენებთ, რომ მექვაბიშვილის გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს. მათი მეტოქე ბელორუსული „ბიტებსკი“ არის, რომელსაც სტუმრად 4:1 მოუგეს, განმეორებით შეხვედრას კი შინ 15 ივლისს გამართავენ.

ანზორ მექვაბიშვილს „კრაიოვას“ რიგებში უკვე ყველა შესაძლო შიდა ტიტული აქვს მოგებული: ჩემპიონატი, თასი და სუპერ თასი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები